უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, პარი სენ ჟერმენი ბარსელონას ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში პარიზული კლუბი დიდი დანაკლისით იყო — გუნდს მთავარი შემტევი ტრიო (კვარაცხელია, დემბელე, დუე) ვერ ეხმარეობდა. მატჩის შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა.
"თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ბარსელონა ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ ჩვენი გოლის შემდეგ თავდაჯერებულობა მოგვემატა. ვინც ამბობს, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ ფიზიკური მომზადების შედეგია, ძალიან ცდება. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი სწორი დამოკიდებულება და გუნდის დნმ-ია."
"განსაკუთრებით მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მოედანზე — როდესაც ჩვენი კლუბის ემბლემა ამშვენებს მაისურს, მონდომება და ძალისხმევა განხილვას არ ექვემდებარება. ვამაყობ გუნდით, რადგან მათ რთულ მატჩში გამოიჩინეს ხასიათი და შეძლეს თამაშის მართვა" — ლუის ენრიკე.









