ფაბიო კაპელომ პარის სენ-ჟერმენის წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა გამოარჩია ფრანგული გუნდის დამრიგებელი, ლუის ენრიკე და ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც თანამედროვე პსჟ-ს ფუნდამენტად იქცნენ.
"ენრიკეს ჰქონდა ბრწყინვალე სეზონი. საოცარია ასეთი თავგადასავლის გავლა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. პსჟ-ს წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშეს ახალმა მოთამაშეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის შემსრულებლები არიან. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს.
ლუისი საქებარ სიტყვებს იმსახურებს იმის გამოც, რომ თავის თითოეულ ფეხბურთელს სწორი პოზიცია მოუძებნა. ეს არის ერთიანი მექანიზმი, რომელიც საოცრად გამართულად მუშაობს. ესპანელი სპეციალისტის ინოვაციურმა ხედვამ "ლურჯ-წითლები" ახალ საფეხურზე აიყვანა."









