გარეთ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუს გვერდით გატარებული პერიოდი გაიხსენა. ვეტერანმა ფეხბურთელმა განმარტა, თუ რამ გამოიწვია პორტუგალიელი შემტევის ტრანსფორმაცია, ვინგერიდან-ფორვარდის პოზიციაზე. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბში" ერთად ისინი 2013-2018 წლებში თამაშობდნენ.
"როდესაც ვთამაშობდი პრემიერ ლიგაში, რონალდუ გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა. რეალში გატარებულ პირველ სეზონებში კრიშტიანუ ჯერ კიდევ თამაშობდა ისე, როგორც იუნაიტედში. მადრიდში გადავედი 2013 წელს და იმ დროს ის ტრანსფორმაციის პროცესში იყო.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გაიაზრა, რომ რაც უფრო მეტ გოლს გაიტანდა, მით უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა. იგივე მის რეკორდებსაც ეხება. "სამეფო კლუბის" გოლეადორს აღარ სჭირდებოდა უკან თამაში და მომენტის შექმნა, ის მხოლოდ კარის აღებაზე ფიქრობდა."









