ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალში თავისი უკანასკნელი სეზონი გაიხსენა. ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ახსნა, თუ რატომ მოუვიდა მას ფიასკო, "სამეფო კლუბი" კი ტიტულების გარეშე დარჩა.
"სეზონის დასაწყისშივე დაცვის მთელი ხაზი დავკარგეთ. გამოგვაკლდნენ კარვახალი და მილიტაო, რუდიგერს კი ტრავმით თამაში უწევდა. საბედნიეროდ, ასენსიომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და არაერთხელ გვიხსნა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკანახაზში ვალვერდესა და ჩუამენის ჩამოწევა მიწევდა.
ფედერიკო და ორელიანი არ არიან მცველები, თუმცა მე სხვა გზა არ მქონდა. როდესაც ისინი იყვნენ უკანახაზში, ამით უკვე ნახევარდაცვა ცარიელდებოდა. მთელმა სეზონმა ჩაიარა ისე, რომ მუდმივად საკადრო პრობლემები გვქონდა."









