"როგორც გუნდი, ისე გულშემატკივრებიც მზად არიან ამ მატჩისთვის. ეს იქნება რთული მატჩი, ბევრი შეტევებითა და ბრძოლით, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეტოქეს პარკ დე პრენსზე ძალიან რთული მატჩი ელოდება. ხვალ მზად უნდა ვიყოთ მხარდამჭერების დასაკმაყოფილებლად, რადგან დარწმუნებული ვარ ფანებისგან მხურვალე გულშემატკივრობას ვიხილავთ.
როგორ ვაჯობებთ ლივერპულს? ბურთის კონტროლი ყველაზე მთავარია. ჩვენ ბურთი მათზე დიდხანს უნდა გავაკონტროლოთ და ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი საგოლე შანსი შევქმნათ. თუმცა მნიშვნელოვანია დაცვაში კარგად თამაშიც, რადგან მეტოქე ლივერპულია, რომელსაც გოლების გატანა უყვარს.
ლივერპული ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია კონტრშეტევაზე. მათ გამანადგურებელი შეტევა ჰყავთ და უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე გადაადგილება საგრძნობლად შევუზღუდოთ. თუ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის სტილის დამკვიდრება მოედანზე, გამარჯვებასთან ახლოს ვიქნებით.

ხვიჩა კვარაცხელია? - ყველა შემტევ მოთამაშეს შეუძლია სამივე პოზიციაზე თამაში. მარცხნივ, შუაში, მარჯვნივ... ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ ყველას შეუძლია ყველა პოზიციაზე თამაში.
ლივერპული ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. არნე სლოტმა კი საოცარი სამუშაო გასწია, რადგან არაა მარტივი იურგენ კლოპის შემდეგ ჩაიბარო ლივერპული და გააუმჯობესო გუნდის თამაში. მან მოახერხა თითქმის სრულყოფილი გუნდის შექმნა. ის ასევე გვაძლევს მოტივაციას, ვაჩვენოთ, რომ მათზე ნაკლები გუნდი არ ვართ. სტატისტიკა კარგად ასახავს, თუ როგორ მუშაობს თითოეული გუნდი და ჩვენი სტატისტიკა ევროპის ნებისმიერ სხვა გუნდს უტოლდება, ბევრს კი საერთოდ ვჯობივართ კიდეც.
საფეხბურთო სამყარო ამ მატჩს ელოდება და ეს შესანიშნავია. ორივე გუნდს უყვარს დომინანტური თამაში, მაგრამ ხვალ ვიხილავთ სრულიად განსხვავებულ იდეებს საფეხბურთო მოედანზე. ხვალ რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ყველაფერი მაინც მეორე მატჩში გადაწყდება."










