ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ მილანის პრობლემების შესახებ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა. 79 წლის სპეციალისტმა დაასახელა ის ადამიანი, რომელსაც "როსონერის" პრობლემების მოგვარება შეუძლია.
"მე რომ მილანის დირექტორი ვიყო, კარლო ანჩელოტისთან ზარს აუცილებლად განვახორციელებდი. კარლო იდეალური კანდიდატია დღევანდელი მილანისთვის - მას შეუძლია ყველა მოთამაშეს კარგად აუხსნას, თუ რას ნიშნავს მილანის მაისურით თამაში და რა კლუბთან აქვთ საქმე.
ანჩელოტის სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდები და ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა მილანი ამ ნაბიჯს თუ გადადგამდა."
შეგახსენებთ, კარლო აჩნელოტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ იტალიელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.









