ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ზბიგნევ ბონეკმა თავის თანამემამულეს, რობერტ ლევანდოვსკის ახალი გუნდი ურჩია. პოლონელი ყოფილი შუახაზელის თქმით, ბარსელონას ფორვარდი "ბიანკონერიში" უნდა გადავიდეს.
"რა უნდა იყოს ლევანდოვსკის შემდეგი ნაბიჯი? გააჩნია, რა უტრიალებს თავში. თუ თვლის, რომ მოვიდა მშვიდად ყოფნის დრო, კარიერა უნდა დაასრულოს. არის მე-2 ვარიანტიც, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა კვლავ და ასეთ შემთხვევაში რობერტს იუვეში ვიხილავდი. ეს იქნებოდა ნამდვილი ახალი გამოწვევა პოლონეთის ეროვნული გუნდის კაპიტნისთვის.
ბარსელონას თავდამსხმელს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მას ძალები სერია ა-ში უნდა მოესინჯა. დიახ, შესაძლოა ეს არ არის ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატი, მაგრამ ულაპარაკოდ, ყველაზე რთული. ფორვარდი თავის მაღალ დონეს სწორედ კალჩოში ამტკიცებს", - განაცხადა ტურინელთა ყოფილმა შუახაზელმა.









