უოტფორდის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება — გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო!
ინგლისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დღევანდელი ვარჯიშის ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთადაა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს 5 აპრილს ითამაშა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მოედანზე აღარ გასულა.
უოტფორდი ჩემპიონშიპის შემდეგ ტურში დერბი ქაუნთის ეთამაშება, სადაც სამატჩო განაცხადში დიდი ალბათობით გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდება.









