აღნიშნულ შეხვედრაში 84 წუთი ითამაშა 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა და ერთი საგოლე გადაცემა გაიფორმა — ჩაკვეტაძის პასით 73-ე წუთზე კაიემბემ სტოკის კარი აიღო.
საგოლე გადაცემის გარდა, გიორგი ჩაკვეტაძემ სტოკის წინააღმდეგ 3-დან 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 36-დან 31 ზუსტი პასი გააკეთა. Sofascore-მა კი მისი თამაში 8,2 ქულით შეაფასა.












