Lagazzetta.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ის ნაკრებს ვარჯიშზე არ გაჰყვა და სასტუმროში დარჩა.
რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა გამოცდილმა მცველმა საბა კვერკველიამ.
ჩაკვეტაძესთან ერთად, ვარჯიში ოთარ კიტეიშვილმაც გამოტოვა, რომელსაც მონტენეგროსთან მიღებული ტრავმის შემდეგ არ უვარჯიშია.
ჩაკვეტაძის თემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.










