რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეკარის დაბრუნებას, მოედანზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "ლოს ჩე" გოლის გაშვებას ორჯერ გადაურჩა, ორივე შემთხვევაში 23 წლის კარის დარაჯის დამსახურებით. მატჩის დასრულების შემდეგ, "მურსელაგოსის" ქომაგები მესტალიას ტრიბუნებიდან სკანდირებდნენ: "გიორგი დარჩი".
"მამარდაშვილი არის ფეხბურთელი, რომელმაც ვალენსიას დონეს უკვე გადააბიჯა. ამას ძალიან კარგად ხვდება ლიმი, რომელიც თავისი კლუბის მეკარის რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვაზე ფიქრობს. "ღამურების" ქომაგები აცნობიერებენ, რომ გიორგის გარეშე მათ გაუჭირდებათ, ისინი მას დარჩენას სთხოვენ", - წერს Marca.











