ლილო არენაზეKing of Drift-ის 2025 წლის სეზონის დასკვნითი, მე-5 ეტაპი გაიმართა, რომლის გამარჯვებული 16 წლის ილია ბერიძე გახდა.
ახალგაზრდა მრბოლელმა მე-5 ეტაპის ფინალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, გუგა კირვალიძე დაამარცხა. მესამე ადგილი 16 წლის ევა ივანოვმა დაიკავა.
King of Drift-ის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული კი გიორგი კოდუა გახდა, ვიცე-ჩემპიონის სტატუსს სევასტიან მალიხინი დაეუფლა, ხოლო სეზონი მესამე ადგილზე დავით ჭეიშვილმა დაასრულა.









