ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის, სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
ამ შეხვედარში დინამო თბილისის კარს საქართველოს ნაკრების ყოფილი კიპერი გიორგი ლორია იცავდა, რომელმაც რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.
კერძოდ, ლორიამ დინამოს მაისურით ეროვნულ ლგიაში 198-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ რაოდენობის მატჩი კი არცერთ მოთამშეს არ აქვს ნათამაშები.
შეგახსენებთ, რომ ლორიამ სანაკრებო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, დინამო თბილისს კი გასულ თვეს შეუერთდა.









