დღეს დინამო არენაზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულებს უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეიბუნ კლასტეინმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
“კარგი სავარჯიშო მატჩი გამოვიდა ახალგაზრდებს შანსი მიეცა, გახსნილი თამაში იყო. მომენტები გვქონდა ვერ გამოვიყენეთ, შეცდომა დავუშვით და გოლიც გაგვიტანეს. ჩვენ ვიცით საქართველო ძირითადი გუნდით არ თამაშობდა. ჩვენც არ გვყავდა ყველა ლიდერი გამოყვანილი, ახალი მოთამაშეები დავტესტეთ, წნეხს და პრესინგს ვცდილობდით, მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი გვქონდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ლორიამ ძალიან კარგად ითამაშა, სწორედ ამიტომ ვერ შევძელით გოლი გატანა.”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩში 8 ივნისს კაბო-ვერდეს ეთამაშება. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.









