23 წლის ქართველმა მეკარემ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში შეუცვლელად 59 შეხვედრა ჰქონდა ნათამაშები. აღნიშნულ რეკორდს სოციალურ ქსელში ვალენსიას ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ღირსებას 2022 წლიდან იცავს და გუნდის მაისურით 86 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 25 თამაშში კარი მშრალად შეინახა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონზე ვალენსიას 35 ქულა აქვს და კონფერენს ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.









