აღნიშნულ მატჩი გამორჩეული იყო გიორგი მამარდაშვილი — ქართველმა მეკარემ ვინისიუსს თერთმეტმეტრიანი აუღო, 8 სეივი გაიფორმა და MVP-ის სტატუსი მიიღო.
შეხვედრის ანგარიში კი მე-15 წუთზე დიახაბიმ გახსნა და ვალენსია დააწინაურა. 50-ე წუთზე, ვინისიუსმა გაათანაბრა, თუმცა, 95-ე წუთზე დურომ აიღო სამეფო კლუბის კარი და ვალენსიამ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
რეალი 1-2 ვალენსია
გოლები: 0-1 დიახაბი (15'), 1-1 ვინისიუსი (50'), 1-2 დურო (90+5')
30 მატჩის შემდეგ, რეალს 63 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ვალენსია 34 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში სამეფო კლუბი ალავესს ესტუმრება, ხოლო გიორგი მამარდაშვილის გუნდი სევილიას უმასპინძლებს.