transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელების ღირებულება დააკორექტირა: მიქაუტაძის ფასი 1 მილიონით გაიზარდა და 9 მილიონი ევრო გახდა.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებამდე ქართველი შემტევი აიაქსში გადავიდა და მეცში ზამთარში დაბრუნდა.











