მე-4 მედალი მოიპოვა საქართველოს დელეგაციამ ჩრდილოეთმაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. მორიგი მედალი ჩვენ ქვეყანას კვლავ ძიუდოისტმა მოუტანა.
გიორგი მუმლაძე (81 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში სლოვენიელი ალექს კრივეცი დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისთვის, 4 მედალია და ოთხივე ძიუდოისტების ანგარიშზე.დღეს გიორგის გამარჯვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვასილ გამეზარდაშვილმა ( -73 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს პრიზიორები კი ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ.) და საბა ბოლქვაძე (-50 კგ.)გახდნენ









