ლა ლიგა 2-ის ოფიციალური გვერდი, მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს 25 წლის ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი.
გიორგიმ ალმერიას წინააღმდეგ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა — ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ამგარიშით 4:2 დაამარცხა.