ლა ლიგა 2-ის ოფიციალური გვერდი, მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს 25 წლის ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი.
გიორგიმ გრანადას წინააღმდეგ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, სადაც მორიგი გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ამგარიშით 1:2 დაამარცხა.