"როდესაც დილერის სტატუსით ვხვდებით ამ თამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ პროგრესი მუდმივია. არ უნდა შევჩერდეთ და წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შეეხება მომდევნო თამაშს, არ მიყვარს წინასწარ მეტოქეზე საუბარი, ვიცით რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ვიცით რომ ძალა ჩვენშია, ერთიანობის ძალა, არამარტო ნაკრებით, არამედ მთელი ქვეყანა ჩვენ უკან არის ჩვენი ოჯახი და ქართველი ხალხი, ვიცით რამხელა ძალაა ეს ყველაფერი და ამას ვერავინ აჯობებს. რაც შეეხება ჩემს გოლს, ეს სასიხარულოა, თუმცა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ნაკრებში ვინ გაიტანს გოლს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ძალა და ერთიანობა ვუჩვენოთ, ერთმანეთს, იმ ბავშვებს და მთელ ქვეყანას ვინც გვიყურებს, რათა ისწავლონ რომ ჩვენი ძალა ერთიანობაშია და ამ ყველაფრით ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია,“ - განაცხად გიორგი ქოჩორაშვილმა.
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ჩეხეთს და ალბანეთს სძლია. საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი ალბანეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს.
უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











