დღეს, თბილისი არენაზე სტარტი აიღო 2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა და პირველ საჭიდაო დღეს მედლები 4 წონით კატეგორიაში თამაშდება.
წინასწარი ორთაბრძოლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს მედლის შანსი აქვს — ფინალის საგზური 60 კგ წონით კატეგორიაში მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და გერმანელი ჰეიდერი იუკოთი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი ბელგიელ ვერსტრატენს იუკოთი და ვაზარით აჯობა. გიორგი სარდალაშვილმა 1/2 ფინალში აზერბაიჯანელ აგაიევს ვაზარით მოუგო და ფინალში გავიდა. ოქროსთვის ბრძოლაში მისი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იქნება.
ფინალური ბლოკი 16 საათზე აიღებს სტარტს და მედლების მფლობელები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდება.









