უნგრეთში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოსთვის მედლის გარეშე დასრულდება.
ტურნირის მეორე შეხვედრაში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) უნგრელ მარტონ ანდრასის დაუპირისპირდა და ბოლო წამზე მსაჯების მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებით წააგო.
22 წლის სარდალაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ანგოლის წარმომადგენელ ლეონარდო ბაროსს იპონით სძლია.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს პირველობაზე მხოლოდ გიორგი სარდალაშვილი ასპარეზობდა, ხვალ ტატამიზე ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.) გავა.
მერე დაპირიპირებაში წააგო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ უნგრელ ფესკოსთან.









