გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება. ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ACB ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ სეზონში გიორგისთვის ეს რიგით მეორე MVP-ის ტიტულია.
გიორგის მარტის თვეში საშუალოდ 13.8 ქულა და 5.4 მოხსნა ჰქონდა, მისი ტენერიფე კი ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
34 წლის კალათბურთელი ესპანური ტენერიფეს ღირსებას 2019 წლიდან იცავს, რა დროშიც თვის საუკეთესო მოთამაშე 13-ჯერ გახდა.