73 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი გახდა — 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 5 ორთაბრძოლა მოიგო დამაჯერებლად და ოქროს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თენგო ზირაქაშვილმა, ხოლო 57 კგ.-ში ფინალური ორთაბრძოლა დათმო ნინო ლოლაძემ და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ხვალ, მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება და საქართველოს ღირსებას 7 სპორტსმენი დაიცავს — წინასწარი ორთაბრძოლები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.
ფოტო: IJF









