ლა ლიგა 2-ის მორიგი მატჩი ბურგოსში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი გრანადას დაუპირისპირდა. მაყურებელმა ოთხი გატანილი გოლი იხილა, მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა. შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც გრანადას მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი გრანადას მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესო იყო და მატჩის შემდეგ 7.2 შეფასებაც დაიმსახურა.
რაც შეეხება ლა ლიგა 2-ის სატურნირო მდგომარეობას, გრანადამ ახალი სეზონი არც ისე კარგად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-17 პოზიციას იკავებს.