ხელბურთში ვროპირველობის დასრულების შემდეგ, ჩემპიონატის 10 საუკეთესო გოლი გამოვლინდა, მათ შორისაა გიორგი ცხოვრებაძის გოლი. ქართველი მეექვსე ადგილზეა, ცხოვრებაძემ აღნიშნული გოლი ნიდერლანდებს გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ ცხოვრებაძე 29 გატანილი ბურთით ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირიპორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან ერთად გახდა. ასევე გიორი შვედეთთან მატჩში საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს.
საქართველოს ხელბურთლთა ნაკრებმა წელს ზედიზედ მეორედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, თუმცა ქართველმა ხებურთელებმა გულშემატკივარს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლით თავი დაამხსოვრეს. თითოეული მატჩის შემდეგ, გულშემატკივარს ქართველ ხელბურთელთა განსაკუთრებული მომენტებისთვის თვალის გადავლების საშუალება ეძლეოდა.









