2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ორი ორთაბრძოლა მოიგო და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
97 კგ წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში, 27 წლის ქართველმა მოჭიდავემ სამხრეთ აფრიკელი დე ლანგე 12-2 დაამარცხა, შემდეგ კი 1/4 ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძეს 11-0 მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა.
გივი მაჭარაშვილი 1/2 ფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება — ფინალური ბლოკი დღეს, 20 საათსა და 15 წუთზე აიღებს სტარტს.
გივი მაჭარაშვილი ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალშია









