საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლევანტეს 24 წლის ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში 26 მარტის მატჩზე, მის ესპანურ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
- ევრო 2024, გავიხსენოთ 26 მარტის, ემოციები, შეგრძნებები…
იმ დღის ემოცია ახლაც მომყვება. თამაშზე, ვარჯიშზე, ისეთი ენერგიით ვარ, ვცდილობ რომ ჩემს გუნდელებსაც გადავცე. ახლა ისეთ პოზიციაზე ვიმყოფებით, შანსი გვაქვს რომ დავწინაურდეთ ზედა ლიგაში, შესაბამისად, ეს ენერგია მათაც სჭირდებათ. 26 მარტის ემოციებზე საუბარი ახლაც მიჭირს, ბოლოს გატანილი თერთმეტმეტრიანის შემდეგ ხალხი რომ სტადიონზე შემოვიდა, მანდ მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მომავალ თაობას ძალიან წაადგება ეს წარმატება. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, ბავშვები, რომლებიც 10-12 წლისები არიან და ფეხბურთს თამაშობენ, უკვე იმაზე დაიწყებენ ფიქრს, რომ მათაც გაიმეორონ იგივე და დიდ წარმატებას მიაღწიონ ნაკრებთან ერთად.
- ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2023 წელს გქონდა, არასრულ 1 წელში კი ნაკრების შეუცვლელი წევრი გახდი და ევროპის ჩემპიონატზე გახვედი. ამაზე რისი თქმა შეგიძლია.
24 წლამდე ნაკრებში არ ვთამაშობდი, მაგრამ ვიცოდი რომ ზუსტად იმ დროს მომიწევდა დებიუტი, როდესაც ბოლომდე მზად ვიქნებოდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. არაა მარტივი ნდობა გამოუცხადო ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მეორე ლიგაში თამაშობს. ამისთვის მას მადლობას სულ გადავუხდი. შემდეგ იყო მძიმე ტრავმა, რა დროსაც მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სანაკრებო პაუზას მზად შევხვედროდი და რაც მთავარია, ფორმაში ვყოფილიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვყოფილიყავი მარტის თამაშებისთვის. ჩემი მიზანი იყო გუნდს ხარისხიანად დავხმარებოდი და ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მე და ასევე ქართველ ხალხს გვსურდა. მიხარია, რომ ნაკრებს ორივე თამაშში დავეხმარე, ყოველთვის სასიხარულოა, როცა ასეთი მაღალი დონის მატჩებში იღებ მონაწილეობას.

- თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველი დარტყმა შენ შეასრულე. ეს შენი გადაწყვეტილება იყო თუ სანიოლის? და შენი აზრით, როგორ იმოქმედა შენმა გატანილმა პენალტმა თანაგუნდელებზე?
სხვათა შორის, ამ პენალტის ისტორია ორი წლის წინ იწყება, როდესაც ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად მომზადებას შევუდექი. როცა თავისუფალი დრო მქონდა სტადიონზე გავდიოდი და სტანდარტულებზე ვვარჯიშობდი. ხშირად, გუნდელები გიჟსაც კი მეძახდნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში ეს ვარჯიშები გამომადგებოდა. ნაკრების თამაშამდე ვალიადოლიდთან მეკარემ პენალტი ამიღო, რადგან დარტყმის კუთხე შევცვალე, რაც ნავარჯიშები მქონდა ის აღარ გავაკეთე, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა გავაგრძელე. ნაკრებში ბიჭებთან ერთად მე, კვარა, ზურიკო, ყველა ვრჩებოდით და ვვარჯიშობდით იმაზე მეტს, ვიდრე ამას სხვა ფეხბურთელები აკეთებდნენ, რადგან ვიცოდით რომ იმ მატჩებში, შეიძლებოდა ყველა სტანდარტულს მნიშვნელობა ჰქონოდა. თითოეულ პენალტს ან ჯარიმას გადაეწყვიტა მატჩის ბედი, ვემზადებოდით ყველა სცენარისთვის. კარგად ვემზადებოდით, რადგან სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური იყო. საბერძნეთთან თუ პენალტები დაინიშნებოდა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომელ კუთხეში დავარტყამდი. როცა 120 წუთის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, ხიზანიშვილს ვუთხარი, რომ პირველ პენალტს მე შევასრულებდი. ჩემი თავის მჯეროდა, ვიცოდი, რომ რაზეც ნამუშევარი მქონდა აუცილებლად გამართლდებოდა. გველესიანთანაც ვისაუბრე პენალტის დარტყამზე, რადგან ის ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა და მანაც მითხრა, რომ რაზეც ნამუშევარი მქონდა, არაფერი შემეცვალა და ისე დამერტყა, როგორც დაგეგმილი მქონდა. ვფიქრობ, პირველმა პენალტმა გარდატეხა შეიტანა, ხალხის სიმღერა, რომელიც გაუჩერებლად ისმოდა, თითქოს დამაწყნარებელი იყო ჩემთვის, სიმშვიდე მჭირდებოდა და მადლობა ქართველს ხალხს, რომლებიც 120 წუთის შემდეგაც გაუჩერებლად მღეროდნენ. ისიც ვიცი, რომ თამაშის შემდეგ ბევრ მათგანს ხმა აღარ ჰქონდა. მადლობა მათ, რომ მოახერხეს ამხელა ემოციის ჩვენამდე მოტანა და გადმოცემა. პენალტი როცა გავიტანე, დაძაბულობა მომეხსნა, რადგან ვიცოდი, რომ მამარდა თავის სათქმელს იტყოდა.
- რა მოლოდინებია ევრო 2024-თან დაკავშირებით. ჯგუფურ ეტაპზე და მეტოქეებზე რომ ვისაუბროთ (თურქეთი, ჩეხეთი, პორტუგალია).
ახლა რომ გითხრა პორტუგალიის თამაშები არ მინახავსთქო, ეს ასე არაა, მაგრამ ჯერ გაანალიზებული არცერთი ნაკრები არ გვყავს. მაგრამ როგორც ბუდუმ და ვილიმ თქვეს, ჩვენ ტურისტებად არ ჩავდივართ გერმანიაში. გვინდა რომ მოტივაციით, სტრატეგიითა და ფსიქოლოგიური სიძლიერით გავაგრძელოთ ჩვენი გზა და საქართველოს კიდევ ერთი ბედნიერება მოვუტანოთ. რაც შეეხება პირველ თამაშებს, იქამდე დიდი დროა და ჯერ მხოლოდ ლევანტეზე ვფიქრობ. ამ გუნდს უნდა დავეხმარო. ვიცი, რომ დანარჩენებიც ასე იქნებიან საკუთარ გუნდებში. ევროპის ჩემპიონატს კი უფრო მომზადებულები შევხვდებით.
- შენი ესპანური კარიერაც მიმოვიხილოთ. 18 წლის იყავი, როდესაც ამ ქვეყანაში წახვედი სათამაშოდ და უკვე 7 წელია იქ თამაშობ. ბევრი ქართველი წასულა ესპანეთში, მაგრამ შენს მსგავსად, ამდენი ხანი არავინ გაჩერებულა. როგორ შეაფასებდი შენს ესპანურ კარიერას?
ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში სხვა ქვეყანაში წასვლა მომიწევდა. ჩემს სათამაშო ტექნიკასა და ფსიქოლოგიურ განვითარებას კი სჭირდებოდა რომ ესპანეთში ვყოფილიყავი და როცა შანსი მომეცემოდა აქ თამაშზე უარი არ უნდა მეთქვა, თუნდაც მეორე დივიზიონში, რომელიც კარგად ვიცით რა მაღალი დონისაც არის. ბევრი უკან წაწეული ნაბიჯი იყო, მეორე გუნდში ყოფნის დროს რამდენიმე ტრავმა მივიღე, თუმცა ეს ყველაფერი იმაში დამეხმარა რომ იმ დეტალებისთვის მიმექცია ყურადღება, რასაც მანამდე საქართველოში არ ვაქცევდი. მაგალითად ფიზიკური მომზადება, ძალისმიერი ვარჯიში, სწორი კვება, ფსიქოლოგიური მომზადება, რომელიც ორი წლის წინ დავიწყე. ამ ყველაფერმა, ესპანურმა სწავლებამ, მომცა ის ძალა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დიდი დახმარება გავუწიო. ამ ცოდნას კი, რა თქმა უნდა, მომავალ თაობასაც გავუზიარებ.

როდესაც დინამოს აკადემიაში დავიწყე სიარული, ანდრეს კარასკო უკვე მუშაობდა კლუბში და ესპანური სტილით მიდიოდა სწავლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელები მყავდა, როგორც დინამოს აკადემიაში, ისე საბურთალოში. თუნდაც, გიორგი ჭელიძე, რომლის დახმარებით უფრო პროფესიონალურად მივუდექი ფეხბურთს, უფრო მეტი დატვირთვა მქონდა, როგორც ბურთით ისე უბურთოდ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ძალიან ადვილი გახდა ესპანეთში გადასვლა, შეგუება იქაურ ტემპთან, ტექნიკურ თამაშთან. მალევე მივხვდი, რომ ფეხბურთი გონებრივი თამაში იყო, თუ შენ სხვაზე ერთი ნაბიჯით წინ ხარ, უფრო ადვილად კითხულობ თამაშს და უკეთეს პოზიციაში იქნები. საქართველოში რომ არ მემუშავა იმ მწვრთნელებთან რომლებთანაც დიდი დრო გავატარე, ესპანურ ფეხბურთთან შეგუება გამიჭირდებოდა.

- ენის ბარიერი, როგორ შეეგუე ესპანურ ცხოვრებას?
ხშირად მეკითხებიან ამას, მარტივი, რა თქმა უნდა, არ იყო მშობლებისა და მეგობრების პატარა ასაკში დატოვება, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი რომ აქ თამაში მინდოდა. 2010 წელს როდესაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაშინვე ვთქვი რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში მსურდა. 9-10 წლიდან უკვე ვფიქრობდი, რომ მალე მომიწევდა გადაწყვეტილების მიღება და 18 წლის ასაკში როცა ეს მოხდა, თითქოს ვიცოდი, რომ ეს ის გზა იყო, რომლისკენაც ყოველთვის მივდიოდი. როდესაც რაიმე მიზანი გაქვს, მარტივია შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.
- წინა სეზონზე და კასტელონზე რომ ვისაუბროთ, სადაც დღემდე ფანების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად ითვლები. ამ გამოცდილებაზე რას გვეტყოდი?
ამ კლუბთან ძალიან ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს. იქ მყოფი ხალხი გვერდში დამიდგა, ყოველ თამაშზე 13000-14000-მდე ადამიანი სულ მოდიოდა საგულშემატკივროდ. რა თქმა უნდა, იქაც მქონდა რთული პერიოდები, როდესაც პირველი 5-6 ტური ვერ ვახერხებდი ძირითად შემადგენლობაში თამაშს, მაგრამ მოთმინება ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა და ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში ჩემი დრო მოვიდოდა. ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავი და მართლაც, როდესაც ეს დრო მოვიდა, თითქმის ყველა თამაშში ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების 100-150%-ით გამოვლენას. ამას ხალხი ხედავდა და ამიტომ არის დიდი სიყვარული მათი მხრიდან. ყოველთვის, როდესაც სტადიონზე გავდიოდი, ვცდილობდი მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. მნიშვნელობა არ ჰქონდა რამე მაწუხებდა ან ღამე კარგად მეძინა თუ არა. ამ გუნდისთვის ბოლომდე ვიბრძოლე, ვცდილობდი ყველა იმ დავალების შესრულებას, რომელსაც მწვრთნელი მაძლევდა, ეს ყველაფერი კი ხალხმა დამიფასა. მადლობა ამხელა გულშემატკივრობისთვის, მათ ბიძგი მომცეს და დამანახეს, რომ სიყვარულს უფრო დიდი სიყვარული მოსდევს და შემიძლია უკვე სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, რადგან ჩვენი, როგორც ფეხბურთელების, ისე ყველა ადამიანის, მიზანია უკეთესი მომავალი გვქონდეს და ჩვენს ბავშვებს, მომავალ თაობას, უკეთესი გზა ვაჩვენოთ.

- ეს სეზონი შენთვის კარიერის გარდამტეხი მომენტი იყო? დაგეხმარა თუ არა 1-წლიანი იჯარა ლევანტეში დაბრუნებაში?
რა თქმა უნდა, ეს სეზონი ჩემთვის გარდამტეხი იყო. ამ გუნდმა დამანახა როგორია პროფესიონალი ფეხბურთელი, ამდენი ხალხი როდესაც მოდის თამაშზე, უფრო პროფესიონალად ვიგრძენი თავი. ლევანტეში დაბრუნება უკვე ერთი დონით მაღლა ასვლას ნიშნავდა, ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია იყო, რადგან როდესაც ერთ ნაბიჯს მაღლა დგამ, იცი რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რათა იმ დონეს შეესაბამებოდე ან უფრო მაღალ დონეზე იყო. დამატებითი ფსიქოლოგიური და ტექნიკური ვარჯიში დამჭირდა, რომ უფრო მაღალ დონეზე ავსულიყავი. დღევანდელი ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, პლეიოფში შესვლაა. მეორე ადგილს 6 ქულით ჩამოვრჩებით, რაც პირდაპირ ლა ლიგაში დაწინაურებას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან რთულ ლიგაზე, სადაც ყოველი თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ეს ფინალია. ვეცდებით, რომ შაბათის თამაში, რომელიც სახლში გვაქვს, მაღალ დონეზე ჩავატაროთ და 3 ქულა მოვიპოვოთ, რითაც უფრო მივუახლოვდებით პლეიოფს.
- მომავლის გეგმები, კონტრაქტი 2025 წლამდე გაქვს. სხვა გუნდში თუ ხედავ შენს თავს, ჯერ 24 წლის ხარ და შეიძლება კლუბის შეცვლაზე ფიქრობ.
მთელი ბავშვობა რეალ მადრიდის და ბარსელონას ვიდეოებზე გავიზარდე, რა თქმა უნდა, არის ოცნების გუნდები, მაგრამ რეალობა არის დღევანდელი დღე, ამიტომ უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ თუნდაც უკეთესი კონტრაქტი მივიღო ან უკეთეს გუნდში წავიდე. წინ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს სათამაშო და ახლა მომავალზე არ ვფიქრობ, ამის შესახებ ჩემს აგენტთანაც სულ ვსაუბრობ, რადგან მირჩევნია როცა ყველაფერი დამთავრდება, მაშინ ვილაპარაკოთ სამომავლო გეგმებზე. ყველამ ვიცით, რომ განვითარებისთვის საჭიროა ნაბიჯების წინ გადადგმა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ხშირად არის ჰაერის შეცვლა, სხვა დონეზე გადასვლა... ან თუნდაც, იგივე გუნდში დარჩენა, ოღონდ გაუმჯობესებული დონით და უფრო მაღალ ლიგაში თამაში. ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ლევანტეს უკავშირდება, ჩემი მიზანია რომ მაქსიმალურად კარგად ვითამაშო ამ გუნდთან ერთად და ლევანტე იქ დავაბრუნო, სადაც იმსახურებს ყოფნას, დანარჩენი კი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ…
- შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის ახლა და ვინ იყო ბავშვობის კუმირი?
იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის ნაკრების მატჩებს სულ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობის კუმირი ჩავი ერნანდესი იყო, ასევე ძალიან მომწონდა სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტაც. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ასევე ძალიან მომწონდა რაჯა ნაინგოლანი - ჩემთვის სრულყოფილი მოთამაშეა, რადგან ერთდროულად შეუძლია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში. მეც სულ ვცდილობ ასე ვითამაშო, დაცვასაც დავეხმარო და შეტევასაც. ზიდანზე და რონალდინიოზეც აუცილებლად უნდა ვთქვა, ბრაზილიელმა საერთოდ ფეხბურთი შემაყვარა, ბავშვობაში სახლში როცა მივიდოდი, ერთ სული მქონდა მისი ვიდეოებისთვის მეყურებინა.

დღევანდელ ფეხბურთს რაც შეეხება, ხშირად ვუყურებ სხვადასხვა ლიგის მატჩებს, რადგან სულ ვცდილობ რომ ახალი რაღაცები ვისწავლო, ამიტომ ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდები. ძალიან მიყვარს მარტინ ოდეგორი, ხშირად ვუყურებ მის ვიდეოებს და ვაკვირდები, თუ როგორ იხსნება მოედანზე და ზოგადად, როგორ გადაადგილდება მთელი მატჩის განმავლობაში. ასევე ძალიან მიყვარს კევინ დე ბრუინის თამაშიც, ჩამშლელებიდან კი როდრიგო რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია. მანჩესტერ სიტის ღერძია და საოცარი მოთამაშეა.
ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ლევანტეს უკავშირდება. თავს კარგად ვგრძნობ და ახლაც, შენ როცა გესაუბრები ამ გუნდის მაისური მაცვია, შესაბამისად კონცენტრაცია მხოლოდ ამ გუნდზე მაქვს. შაბათს მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, რომელიც აუცილებლად მოსაგებია.