სერია A მე-19 ტურის დასკვნითი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და ჯენოას დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ მაქს ალეგრის გუნდი ამ შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, დანიელე დე როსის ბიჭებმა საკმაოდ მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინეს.
მეტიც, ჯენოას მატჩის მოგებაც შეეძლო, თუმცა ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი ნიკოლაე სრანჩიუმ ვერ გამოიყენა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
"როსონერი" ქულებს ისევ კარგავს, რის გამოც თანაქალაქელ ინტერს უკვე 3 ქულით ჩამორჩა.
მილანი 1-1 ჯენოა
გოლები: 0-1 ლორენცო კოლომბო 28', 1-1 რაფაელ ლეაო 90+2'.
მატჩის მიმოხილვა









