მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 31:18 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 18 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდო მეჯიქის მოთამაშე კოულ ენტონი იყო, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 9 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ბოსტონ სელტიკს დაუპირისპირდება. მატჩი 24 დეკემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









