მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 26:44 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 11 ქულა მოუტანა, 9 მოხსნა შეასრულა და 4 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
პარკეტზე საუკეთესო ოკლაჰომას მოთამაშე ჯალენ უილიამსი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდენო ტურში ინდიანა პეისერს დაუპირისპირდება. მატჩი 7 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.


იხილეთ მატჩის მიმოხილვა









