მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 29:49 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა — ბითაძემ 10 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა შეასრულა და 2 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.

პარკეტზე საუკეთესო ორლანდოს მოთამაშე ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც გამოირჩა. ბითაძის გუნდი მომდენო ტურში ნიუ ორლეან პელიკანსს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა










