მოგეხსენებათ, სერია ა-ს მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ ქართველი ფეხბურთელების გუნდები - ემპოლი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.
ამასთან დაკავშირებით ემპოლის მწვრთნელმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის გოგლიჩიძეს უბრალოდ გაეხუმრა.
"კვარაცხელიაზე ტრავმის მიყენების თაობაზე გოგლიჩიძეს უბრალოდ გავეხუმრე. მას ჯერ იტალიური ენაც არ ესმის", - განაცხადა რობერტო დ'ავერსამ.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მე-8 ტურის მატჩი ემპოლის და ნაპოლის შორის, 20 ოქტომბერს შედგება.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









