საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართულ 2024 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ძიუდოს ქართულმა გუნდმა, გოლდენ გორმა მესამე ადგილი დაიკავა.
გოლდენ გორმა პირველი ტური გამოტოვა და 1/4 ფინალიდან დაიწყო ასპარეზობა, სადაც ფრანგულ ნიცასთან დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
რეპეშაჟში ქართულმა გუნდმა მასპინძელ მონპელიეს 4-1 აჯობა და მესამე ადგილისთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ჯუდო უკრაინას 4-0 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გოლდენ გორის შემადგენლობა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე:
-73 კგ: გიორგი ტერაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე
+90 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, უშანგი კოკაური, თამაზ ბიგანაშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ: ეთერ ასკილაშვილი
+70 კგ: სოფიო სომხიშვილი
გოლდენ გორი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია









