ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე არის მილოშ კერკეზი, რომლის გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერმა შაბათს დაამარცხა. "წითლებისა" და ბორნმუთის მატჩის დასრულების შემდეგ, უნგრელ განაპირა მცველთან მივიდა მო სალაჰი, რომელსაც მან რამდენიმე სიტყვა დაუთმო. დაკვირვებულმა მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ ეგვიპტელი ფორვარდის მხრიდან შესაძლოა მერსისაიდში მოწვევაც გაჟღერებულიყო.
"სქაუეზერების" ლიდერის "საქმე" მოგვიანებით გააგრძელა დომინიკ სობოსლაიმ, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ალუბლების" მარცხენა მცველთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. უნგრელი ფლეიმეიქერი და "შავ-წითლების" მე-3 ნომერი არიან თანაგუნდელები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ეროვნულ გუნდში