ლა ლიგის მე-18 ტურში ვილიარეალი ესტუმრა ელჩეს, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სტუმრების მხრიდან მთავარი გმირი აღმოჩნდა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მე-7 წუთზე ალბერტო მოლეიროზე ჯერ ასისტი გააკეთა, 6 წუთის შემდეგ კი ახალგაზრდა ფორვარდმა თავადაც შეაგდო.
ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე გაატარა 76 წუთი, რის შემდეგაც ის ტანი ოლუასეითი იქნა შეცვლილი. ახალგაზრდა შემტევს მიმდინარე სეზონში უკვე დაუგროვდა 10 შედეგიანი ქმედება: 7 გატანილი ბურთი და 3 ასისტი. რაც შეეხებათ "ყვითლების" სატურნირო მდგომარეობას, მე-3 პოზიცია, 38 ქულით.
"სუბმარინამ" გადაასწრო მადრიდის ატლეტიკოს, თუმცა თავისი მატჩი მე-18 ტურში დედაქალაქელებს ჯერ არ ჩაუტარებიათ. რაც შეეხებათ სერამიკას ბინადრების შემდეგ მეტოქეებს, ბეტისი და ალავესი პრიმერა დივიზიონში, ევროსარბიელზე კი აიაქსი.









