ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ქართველი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში თავის გუნდს კაპიტნობდა.
კაკაბაძემ წარმატებული მატჩი ჩაატარა, გარდა კაპიტნობისა და გუნდის ლიდერობისა, მან 77-ე წუთზე გოლიც გაიტანა და კრაკოვია წაგებას გადაარჩინა.
27 ტურის შემდეგ, კრაკოვიას 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.









