ლა ლიგაში გამართული მატჩი ლევანტესა და ვილიარეალს შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა და ყვითლებს კიდევ ერთი 3 ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა გოლი უკვე ლა ლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტაა.
24 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.









