LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ გორის დილა დატოვა და კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბუღრიძის ახალი კლუბი ჩეონგჟუ იქნება, სადაც 28 წლის შემტევი უკვე ჩავიდა და 1+1 წლიან კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს.
ბოლო ორი სეზონი ბუღრიძე გორის დილას ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად საქართველოს თასი მოიგო, მანამდე კი ორი წელი ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს,ჩეონგჟუს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა და ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.









