გორის დილამ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ლუქსემბურგში ადგილობრივ „რასინგს“ 2:1 მოუგო. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს მეორე ტაიმის დასაწყისში, თუმცა გორელებმა სწრაფადვე მოახერხეს თამაშში დაბრუნება – ჯერ ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი სილა ედუჯიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, თუმცა დილამ როგორც ტაქტიკურად, ისე ხასიათით აჯობა მეტოქეს. ამ გამარჯვებით გორული კლუბი საპასუხო მატჩს მნიშვნელოვანი უპირატესობით ხვდება. საკუთარ მოედანზე ფრე საკმარისი იქნება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
რასინგი 1:2 დილა
გოლები: 1:0 შტოლცი 52', 1:1 ანდრონიკაშვილი 60', 1:2 ედუჯი 78'.









