გავლენიანი გამოცემა Goal.com ყოველ ზაფხულს სეზონის გამორჩეულ 25 ფეხბურთელს პოზიციების მიხედვით ავლენს.
წელს ამ საუკეთესო 25 ფეხბურთელი პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
"გულახდილები ვიყოთ - ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან პსჟ-ში გადასვლის სისწორეში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით, რადგან გუნდს ისედაც ბევრი შემტევი ჰყავდა, კვარამ კი მოლოდინს გადააჭარბა და დაგვანახა, რომ ეს ტრანსფერი საჭირო იყო როგორც ფეხბურთელისთვის, ისე გუნდისთვის.
ქართველმა ჯორჯ ბესტმა დაიბრუნა ის საოცარი ფორმა, რაც მას 2023 წელს, ნაპოლიში სკუდეტოს მოგების დროს ჰქონდა. თავისი საოცარი თამაშით მან პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგა მოგებინა, თავად ფეხბურთელი კი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა", - წერს GOAL.COM
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის თასი მოიგო.









