ბოსნიური გუნდის თავდამსხმელმა ერთი გოლი გაიტანა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც, აქტობეს კარში. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფორვარდი "ბროწეულისფრებში" გადავიდა 2022 წელს და თავის სადებიუტო სეზონში მან 10 მატჩში თავის გამოჩენა ვერ შეძლო. შემდეგ იყო იჯარა ველეზ მოსტარში, რომლის რიგებში დედაქალაქელთა მე-7 ნომერმა 24 მატჩში 10 ბურთი გაიტანა.
ახალი სეზონის დაწყების წინ, ასიმ ფერჰატოვიჩ-ჰასეს სახელობის სტადიონის ბინადრებმა დაიბრუნეს 23 წლის თავდამსხმელი და როგორც ვხედავთ, ის ყველანაირ მოლოდინს ამართლებს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ გულიაშვილს ჯერჯერობით 1 მატჩიც არ ჩაუტარებია საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.











