ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში გამართული მატჩი კასტელონსა და რასინგ სანტანდერს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რასინგის ახალწვეული გიორგი გულიაშვილი გამოდგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცმაც მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ გულიაშვილმა 9.8 შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ამ გამარჯვებით გულაშვილის გუნდმა 52 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.









