მიუნხენის ბაიერნთან მატჩის წინ, პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა უსმან დემბელეს ამჟამინდელ ფორმასა და მარკინიოს კორეას ლიდერულ თვისებებზე. შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერისა" და პსჟ-ს შეხვედრა გაიმართება 4 ნოემბერს, 23:55 საათზე.
"ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ 15 მატჩში იმარჯვა. ვინ იქნება ევროპის საუკეთესო გუნდი? ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. დემბელე? არ გვინდა გარისკვა, მაგრამ ის უკვე ორი კვირაა, რაც ვარჯიშობს და ბაიერნის წინააღმდეგ შეხვედრაშიც ითამაშებს.
რაც შეეხება მარკინიოსს, ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. საოცარი პიროვნებაა და იმედი მაქვს, რომ პარის სენ-ჟერმენში დიდი ხნით დარჩება. მიუნხენელებთან შეხვედრაში ბრაზილიელი კაპიტანიც იქნება."









