ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ პსჟ-ს კაპიტანი მარკინიოსი შეაქო. მოგეხსენებათ, გასულ კვირას მარკინიოსმა პარიზული გუნდის მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა.
"როცა მარკინიოსი გუნდში მოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მან პირველივე ინტერვიუ ფანგულ ენაზე ჩაწერა და მივხვდი, რომ მარკინიოსი პატივს სცემდა ქვეყანას და კლუბს.
ის პსჟ-ს თილისმაა, რომელიც ისტორიას წერს. მარკინიოსი მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც გასახდელში, ისე მოედანზე", - განაცხადა სახომ.
შეგახსენებთ, რომ მარკინიოსი დედაქალაქურ კლუბში 2013 წლიდან თამაშობს. რაც შეეხება სახოს, მას დღემდე პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნის წოდება აქვს.









