დღეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა "დინამო არენაზე" 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა:
"პირველი ნახევარი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ის 2 გოლი რაც გავუშვით ჩვენ თვითონ მოვიგონეთ. სამწუხარო ის არის, რომ სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით ორი გოლი, ასე არ შეიძლება, უკეთესად უნდა დაგვეწყო. გული მწყდება მესამე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით. გაშვებული გოლების შემდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ წინა ხაზში, რაც უკვე გვიანი იყო. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. ახლა ბულგარეთთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, ისე არ უნდა დავიწყოთ, როგორც დღეს. არაფერი არ დასრულებულა, მაგრამ პირველი მატჩი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოგება, ახლა ბულგარეთთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგი მატჩებისთვის მოვემზადოთ."
მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, ბულგარეთის წანააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს.









