გურამ თუშიშვილმა მძიმე წონაში 4 ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში გავიდა. ქართველმა ფალავანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ალჟირელი ელ მეჰდი ლილი მარტივად, იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ თურქ თათაროღლუს ვაზარით მოუგო. 1/4 ფინალში თუშიშვილმა რუსი ბაშაევი დაამარცხა ვაზარით, 1/2 ფინალში კი ასევე ვაზარით აჯობა უზბეკ იუსუპოვს და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში, გურამ თუშიშვილის მეტოქე სამხრეთ კორეელი მინჯონგ კიმი იქნება, რომელმაც თავის მხრივ უკრაინელ ბალიევსკის, ნიდერლანდელ შპიერს, სლოვაკ ფიზელს და მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩეხ კრპალეკს მოუგო.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეორედ მოიპოვებს. შეგახსენებთ, ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედლის მფლობელი პირველად 2018 წელს, ბაქოში გახდა.











