"ჩავი დიდ გუნდში სამუშაოდ მზად არ იყო და ეგონა, ყველაფერი მარტივი იქნებოდა. ყატარში მოპოვებული სამწვრთნელო ლიცენზია და გამოცდილება არ ნიშნავს, რომ ბარსელონაში უნდა მიხვიდე სამუშაოდ.
ის კარგი ადამიანი და მწვრთნელია, მაგრამ ზოგადად, მწვრთნელს სხვა კლუბებში დაგროვებული გამოცდილება სჭირდება, რათა შემდეგ ისეთი დიდი გუნდი ჩაიბაროს, როგორიც ბარსელონაა.
ჩავისთვის კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ მას არ უყვარს თავისი გუნდის ცუდი თამაშის აღიარება და გაცილებით უმარტივდება იმის თქმა, რომ რეალი მსაჯების გუნდია და ეხმარებიან", - განაცხადა გუტიმ.









