მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა თავისი შეგირდის, ერლინგ ჰოლანდის მომავლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი ორი თვის მანძილზე ტრავმირებული იყო. სანამ ის იმყოფებოდა ლაზარეთში, პრესამ, განსაკუთრებით კი ესპანურმა, მისი სახელი მადრიდის "რეალს" დაუკავშირა.
"ჰოლანდი მან სიტიში თავს უბედურად გრძნობს? ჰკითხეთ მადრიდულ პრესას, როგორც ვხედავ, აშკარად ჩვენზე მეტი იციან. მე საერთოდ არ მაქვს იმის გრძნობა, რომ მას აქ რამე არ მოსწონდეს. ერლინგმა ადაპტაციის პერიოდი გაიარა წარმატებით და უმოკლეს დროში. პირველივე დღიდან ვნახეთ, თუ რა დონის მოთამაშეა ის.
იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი იქნება უბედური, ის გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხაროდ, ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ რას ამბობს ხალხი. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი გუნდის ფორვარდი თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ესპანელმა. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულ კლუბში გადმოსვლის შემდეგ, 23-წლის გოლეადორმა 76 მატჩში 71 ბურთის გატანა შეძლო.









